ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ხელისუფლების უგუნურმა პოლიტიკამ შესაძლოა, საქართველო არამარტო ევროკავშირის პარტნიორებიდან, არამედ საერთოდ ევროპიდანაც ამოშალოს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ხელისუფლების უგუნურმა პოლიტიკამ შესაძლოა, საქართველო არამარტო ევროკავშირის პარტნიორებიდან, არამედ საერთოდ ევროპიდანაც ამოშალოს. ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე "ფეისბუქში" წერს.

„ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, არათუ ელემენტარულად პატივს არ სცემენ, ქვეყნის მტრად აცხადებენ ისევე, როგორც ნებისმიერს, რომელსაც განსხვავებული ან კრიტიკული აზრი აქვს.

ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა ეწინააღმდეგება ისეთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ დანაწესს, როგორიცაა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

ვიტყოდი, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ჯანდაბაში მიაქანებს მეთქი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ უკვე იქ არ ვართ“, - წერს ნიკა სიმონიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს