ნიკა ობოლაძე - თბილისის მრავალ ადგილას გვექნება საპროტესტო კერა, მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანას მიეცეს მშვიდი ცხოვრების საშუალება და როგორმე მოვახერხოთ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციის საპროტესტო კერა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აქციების მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანას მიეცეს მშვიდი ცხოვრების საშუალება.

,,დღეს ჩვენი ადამიანური ვალია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რათა შეგვეძლოს ცხოვრების მშვიდად გაგრძელება. მომავალში სანანებლად არ უნდა გვქონდეს, რომ რაღაც დავაკელით და მესამე პრეზიდენტი გარდაიცვალა ციხეში. ადამიანი 45 დღეა შიმშილობს, სჭირდება მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა იმისთვის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ვითხოვთ გადაიყვანონ კლინიკაში, რომ მის შიმშილობას არ შეექმნას რეალური საფრთხე, მაგრამ ,,ქართული ოცნების” პასუხია, რომ არ გადაიყვანენ, რაც პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაა.

დღეს თბილისის მრავალ ადგილას გვექნება საპროტესტო კერა, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანას მიეცეს მშვიდი ცხოვრების საშუალება და ყველამ ერთად როგორმე მოვახერხოთ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს”, - აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, აქცია - პერფორმანსი თბილისის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა