„გირჩი-მეტი თავისუფლება“ აცხადებს, რომ მჩხიბავს შსს-ზე ჯადო გააკეთებინეს

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ აცხადებს, რომ ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან მჩხიბავს შსს-ზე ჯადო გააკეთებინეს.

ორგანიზატორთა თქმით, ითხოვენ სამართალდამცველების მიერ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრების გათავისუფლებას.

მანამდე, პარტიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

„დღეს “გირჩი-მეტი თავისუფლება” მჩხიბავს გააკეთებინებს ჯადოს შსს-ზე. ქ-ნი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხიბავია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის. ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ-ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო