"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა. ამის შესახებ პარლამენტში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

ჩვენ გვქონდა დაგეგმილი საპროტესტო მოქმედებები სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც გავაუქმეთ სიტუაციის სიმძიმიდან და სიმწვავიდან გამომდინარე. ამ წუთებში ჩემს კოლეგებთან ერთად უნდა განვიხილოთ რა არის ამ მძიმე მოცემულობის ფონზე ადეკვატური რეაქცია და მის შესახებ უახლოეს წუთებში ვაცნობებთ საზოგადოებას", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოთხოვნა კვლავ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

„დღეს გახდა ცნობილი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუდასტურდა კოვიდ-19. პროტოკოლით, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება, უნდა გადავიდეს იზოლაციაში. ისედაც არ იყო საკმარისი მედპერსონალი იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის დამძიმებისა და კოლაფსის მოცემულობას გამკლავებოდა, შესაბამისად, ახლა თუ ნახევარი სამედიცინო პერსონალი უნდა გადავიდეს იზოლაციაში, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. სწორედ ამიტომ, მოთხოვნა იყო და არის დაუყოვნებლივ პრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა