მომავალი პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო კამპანია იწყება

15-21 ნოემბერს სტუდენტთა კვირეულისა და კამპანია #მომავალიპედაგოგის ფარგლებში სტუდენტური ღონისძიებები რამდენიმე ქალაქში გაიმართება. აღნიშნული ინიციატივა „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისა და 6 პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით ხორციელდება.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“, რომელიც მე-5 წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, გასულ წელს სპეციალური სტიპენდიებიც დააწესა იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, ვინც მასწავლებლის პროფესიას ეუფლება. კამპანიის მიზანია გახადოს მასწავლებლის პროფესია უფრო მიმზიდველი, პოპულარიზაცია გაეწიოს პედაგოგიური მიმართულებით სწავლას, ერთმანეთს დააკავშიროს მოქმედი წარმატებული და მომავალი პედაგოგები.

ერთკვირიანი აქტივობების ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, როგორც პარტნიორ უნივერსიტეტებში, ასევე, სხვადასხვა სკოლებში. ღია გაკვეთილებსა და მასტერკლასებს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში წარმოჩენილი მასწავლებლები, გამარჯვებული დირექტორები და განათლების ექსპერტები ჩაატარებენ.

კამპანიის ფარგლებში ფონდის სტიპენდიანტ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ თავად დაგეგმონ საინტერესო ღონისძიებები და ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა პროექტებში გამარჯვებული მასწავლებლები კი პროექტის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამასთან ერთად, კვირეულის ფარგლებში სტიპენდიანტთა კლუბის პრეზენტაციაც იგეგმება, რომელიც 6-ვე უნივერსიტეტის სტუდენტებს გააერთიანებს.

მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიებით დაფინანსების პროგრამა „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ გასულ წელს საკუთარი ინიციატივით წამოიწყო.

ცნობისთვის, აღნიშნული პროგრამა 6 სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. ეს უნივერსიტეტებია: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ზუგდიდის შ. მესხიას უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთო ჯამში მიმდინარე სემესტრიდან სტიპენდიას მაღალი მოსწრების 60-მდე სტუდენტი იღებს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა