პრობაციის სააგენტოს ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს

დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერება, არასაპატიმრო სასჯელთა ეფექტური აღსრულება და პრობაციის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა - ეს მიმართულებები განიხილეს სააგენტოს ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაზე.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი უძღვებოდა. მან, უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სააგენტოში განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და განვითარების სამომავლო გეგმები წარადგინა.

„გეგმის მიხედვით, ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამების არეალი გაფართოვდება, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტური აღსრულების გასაზრდელად, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მიზნით, მემორანდუმების გაფორმება გაგრძელდება. მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის მედიატორები საქართველოს ყველა რეგიონში დასაქმდებიან. გაგრძელდება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის განვითარება. დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, შინაპატიმრობის აღსრულებისას უზრუნველყოფილი იქნება დარღვევებზე ეფექტიანი რეაგირება.

პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და სერვისების უზრუნველყოფა პრობბოქსის საშუალებით განხორციელდება. ამ მიზნით, ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა მიმდინარე წლის დეკემბრიდან 6 რეგიონის იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და მუნიციპალურ შენობებში განთავსდება. მისი საშუალებით, პრობაციონერები, გამოცხადების დაფიქსირებასა და სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობას, ბიუროებში მისვლის გარეშე შეძლებენ. სააგენტოს მიზნების მისაღწევად, გაძლიერდება ანალიტიკური მიმართულება და განმტკიცდება საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები”, - აცხადებენ სააგენტოში.

შეხვედრა აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით ჩატარდა. მას ბიუროს სასჯელაღსრულების საკითხებში უფროსი მრჩეველი სკოტ ვიგინსი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა