გიგა ბოკერია - საქართველოს როგორც თავისუფალი ქვეყნის მომავალი და ივანიშვილის რეჟიმი ერთმანეთთან შეუთავსებელია - რეჟიმების შეცვლას სჭირდება გრძელვადიანი პროტესტი

პოლიტიკური დევნის გამოვლინება, ყველაზე მახინჯი ფორმით, ვიხილეთ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ეს არის არა სააკაშვილის ან მისი მომხრეების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული ტრადიციების შეურაცხყოფა, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მედიასთან განაცხადა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, თავად შიმშილობის მომხრე არ არის, რადგან ხელისუფლების გონივრულ რეაქციაზე გათვლის გაკეთება, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება საქმე, ბრძოლის სწორ ფორმად არ მიაჩნია.

,,მე შიმშილობის მომხრე არ ვარ, ეს იცის ყველამ, მათ შორის ჩემმა მეგობარმა ელენე ხოშტარიამ, არ მიმაჩნია ასეთ რეჟიმთან ბრძოლისას სწორ ფორმად მათ გონივრულ რეაქციაზე გათვლის გაკეთება, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება საქმე. პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, არის ივანიშვილის რეჟიმზე, მან მიიყვანა ვითარება ასეთ ზღვრამდე და მოშიმშილე პრეზიდენტთან მიმართებაში დამატებით არაერთი საშინელი საქციელი ჩაიდინა. ეს ძალიან ძვირი ფასი დაუჯდება ივანიშვილს და მის გარემოცვას, საჭიროა ნებისყოფის გამოჩენა და ამ პროტესტის გაფართოება იმისთვის, რომ საბოლოო ამოცანას მივაღწიოთ.

საქართველოს როგორც თავისუფალი ქვეყნის მომავალი და ივანიშვილის რეჟიმი ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამ რეჟიმის მშვიდობიანად დამარცხების გარეშე, შანსი არ გვაქვს ამოცანების მისაღწევად, უფრო მეტიც, ივანიშვილის ხელში ჩვენს დემოკრატიას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ემუქრება უზარმაზარი საფრთხე. ამის გარშემო იკვრება ფართო კონსენსუსი არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების კრიტიკული მასის. მაგრამ, ასეთი რეჟიმების შეცვლას სჭირდება გრძელვადიანი პროტესტი, ნებისყოფა და იმ ადამიანთა შრის გაფართოება, რომელიც მზად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს”, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო