„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს მსვლელობა გაიმართება და ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს მოქალაქეები მეტრო „ავლაბართან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.

„15 ნოემბერს, დღის 2 სააათზე ვიკრიბებით მეტრო „ავლაბართან“ , რის შემდეგ მსვლელობა გაიმართება და საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე გადაიკეტება. მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება. არანაირი საფუძველი, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი არ არის გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში რეჟიმს არ გააჩნია, გარდა ერთისა - გარდა არაადამიანური მოპყრობით მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი შურისძიებისა. ეს არის უმწვავესი საპროტესტო, არაძალადობრივი აქცია, რომელსაც ხვალ გავმართავთ, მსგავსი ჯერ არ გაგვიმართია და ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი გონს მოეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო ფორმები გამწვავდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო