ნიკა მელია - ვთავაზობ შესაბამის უწყებას, ჩამოაყალიბოს ჯგუფი, რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, გავიაროთ

ნიკა მელია ხელისუფლებას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ადვოკატის, ოჯახის წევრის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამოქალაქო საზოგადოების ერთი წარმომადგენლის შემადგენლობით ჯგუფი ჩამოაყალიბოს, რათა ყველა დეტალი, რაც სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას უკავშირდება, გაიარონ.

ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვლავ რჩება ძალაში პირობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, უშუალოდ სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო საპროტესტო აქცია არ გაიმართება.

„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ვიღებთ მთლიანად პასუხისმგებლობას, რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ სამოქალაქო საავადმყოფოში, უშუალოდ სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება სამოქალაქო საავადმყოფოსთან. მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, რომ ჩამოაყალიბოს ჯგუფი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მიხეილ სააკაშვილის ერთი ოჯახის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი, სამოქალაქო საზოგადოების ერთი, მაქსიმალურად მაღალი ნდობით მოსარგებლე წევრი, რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გავიაროთ, რომ თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად ყველა გაუგებრობა და ექსცესი“, - განაცხადა მელიამ.

მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, რომ ჯერ კიდევ აქვთ დრო, ადამიანი გადაარჩინონ.

"ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, თქვენ გაქვთ ჯერ კიდევ დრო იმისთვის, რომ გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც თქვენ კლავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში,საპროტესტო მოძრაობა გახდება უმწვავესი, მაგრამ იქნება არაძალადობრივი, ისეთი, როგორიც ჯერ თქვენ არ გინახავთ. არავინ შეეგუება ქვეყანაში ჩვენს თვალწინ ჩვენი უმოქმედობით, თქვენი გეგმით ვაყურებინოთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, ხვალ 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ყველას გელოდებით მეტრო "ავლაბართან",- განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა