პარლამენტთან ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით დასრულდა.

აქციის მსვლელობისას ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პარტია ,,დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიას გასამხნევებელი შეძახილებით მიმართეს.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების ჩანიშვნა და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებმა, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს