კონსილიუმის წევრი ექიმი - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვერ მოვხვდით პაციენტთან

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვერ მოვხვდით პაციენტთან, სხვა დროს ყოველთვის შევდიოდით, კონკრეტულად დღეს რატომ გვითხრეს უარი ჩემთვის უცნობია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა - ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

,,ჩვენთვის არ არსებობს არავითარი პოლიტიკური ნიშანი, არსებობს პაციენტი, რომელსაც თუ სჭირდება დახმარება, უნდა აღმოვუჩინოთ. შესაბამისად, კონსილიუმში მოხვედრის შემდეგ ჩვენი პოზიცია იყო, რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. სიმართლე გითხრათ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვერ მოვხვდით პაციენტთან, სხვა დროს ყოველთვის შევდიოდით, კონკრეტულად დღეს რატომ გვითხრეს უარი ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებს გლდანის ციხის სამკურანლო დაწესებულებაში შესვლაზე უარი ეთქვათ. შოთა თუთბერიძის თქმით, მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა სამუშაო საათების ამოწურვა დაასახელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა