შსს - ყალბი ინფორმაციების გავრცელების მიზანია პოლიციელების და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა დემორალიზება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტის ფაქტები, რომელიც ეხებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა პირობებს და უწყებიდან თანამშრომელთა გადინებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომლის მიზანი თანამშრომელთა დემორალიზებაა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასულ ცრუ და მიზანმიმართულად გაყალბებულ ინფორმაციაზე აგებულ სიუჟეტს, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რიგები ბოლო პერიოდში, არასათანადო პირობების გამო ათეულობით თანამშრომელმა დატოვა.

სიუჟეტის შესავალშიც და წამყვანის დასკვნაშიც ნათლად ჩანდა სიუჟეტის მიზანი, პოლიციელების და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა დემორალიზება.

სიუჟეტში ნათქვამი არც ერთი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად არის გაყალბებული.

მაყურებელს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტებიც კარგად ემახსოვრება, სადაც პოლიციელების პირობების გაუმჯობესებისთვის გამოცხადებულ თითოეულ მსგავს ტენდერს განსაკუთრებული კრიტიკა და ბიუჯეტის “ფლანგვის” შეფასებები ახლავს. მსგავსი მიდგომები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მედიაორგანიზაციის ორმაგ სტანდარტს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ყალბ ინფორმაციას უწყებიდან თანამშრომელთა მასობრივ გადინებას, აღნიშნულიც არის სიცრუე და გადაუმოწმებელი ინფორმაცია”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა