თემურ ჯანაშია სააკაშვილზე - ადამიანი თუ ჯანმრთელია, უნდა მოიყვანონ სასამართლო სხდომაზე, თუ ავად არის, სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ

ადამიანი თუ ჯანმრთელია, უნდა მოიყვანონ სასამართლო სხდომაზე, თუ ავად არის, სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, - ამის შესახებ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა.

ის აღნიშნულ საქმეში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა ბრალდებული. როგორც ჯანაშია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება უნდა მისცენ.

„ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება" თავის ამომრჩეველს პირდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა. აგერ არის სასამართლო, მოიყვანონ და წარდგება. ის ფაქტი, რომ ამდენი ხანია სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ისედაც ეჭვებს ბადებს, რამდენად ობიექტურადაა გამოძიებული",- განაცხადა ჯანაშიამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა