„საქსტატი“ - 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 24.9 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 392.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 959.8 მლნ. აშშ დოლარი (22.3 პროცენტით მეტი). ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 567.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს