დიმიტრი ხუნდაძე - „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი შეუშალონ დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას, არა ერთი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი შეუშალონ დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას, არა ერთი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება დაუშვებელია და განსაკუთრებით სახიფათოა იმ დროს, როდესაც პანდემია მძვინვარებს და სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადებს დღე-ღამის განმავლობაში, უწყვეტად, უამრავი მძიმე პაციენტის გადაყვანა უწევთ კლინიკებში.

„ამის გარდა, სამაშველო სამსახურებს არ უნდა შეუშალოთ ხელი, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფ გადაადგილებაში.

იმედი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ამ დესტრუქციულ განზრახვას, იმ სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებიც და ექიმებიც დაგმობენ, ვინც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას აქტიურად უჭერს მხარს. და ზოგადად, ეს აურზაური უნდა დასრულდეს, პოლიტიკურ ამბიციებს არ შეიძლება ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები ვანაცვალოთ“, - აცხადებს ხუნდაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა