ნათია თურნავა მედიას - სააკაშვილთან დაკავშირებულ თემებზე თქვენთან აქტიურ კომუნიკაციაშია იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური სამსახური, არ გზარდებიან და უფრო კვალიფიციურ განმარტებას მათგან მიიღებთ

ამ თემებზე ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში თქვენთან არის იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური სამსახური. პერიოდულად აკეთებენ განცხადებებს, არ გზარდებიან, მედიასთანაც განმარტებებს აკეთებენ და უფრო კვალიფიციურ განმარტებას მათგან მიიღებთ,- ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, მესამე პრეზიდენტის შიმშილობის საკითხი ისევ ნაკლებად საინტერესოა თუ არა მისთვის.

თურნავას თქმით, ეკონიმიკური პოლიტიკის პრიორიტეტი სულ სხვა საკითხებია.

„მე ვფიქრობ, მე კი არა, მთლიანად ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული და აქტუალური საკითხები არის სულ სხვა. ეს არის სიღარიბის, უმუშევრობის დაძლევა და ექსპორტის განვითარება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ამ თემებზე თქვენთან არის იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური სამსახური, პერიოდულად აკეთებენ განცხადებებს, არ გზარდებიან და მედიასთანაც განმარტებებს აკეთებენ და უფრო კვალიფიციურ განმარტებას მათგან მიიღებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს