ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს

ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავითისა და თამარის მონეტებისათვის ესკიზები ღია კონკურსის წესით შეირჩა და ისინი ნიტა გონგაძემ მოამზადა.

„ეროვნული ბანკი განაგრძობს ნუმიზმატური მიმართულების განვითარებას და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, აგრძელებს მუშაობას საკოლექციო მონეტების სერიაზე "საქართველოს მეფეები“.

ამჯერად წარმოდგენილია დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის თემებზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები.

დავითისა და თამარის მონეტებისათვის ესკიზები ღია კონკურსის წესით შეირჩა და ისინი ნიტა გონგაძემ მოამზადა. დავითის და თამარის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა - ვერცხლის მონეტები - 3000-იანი, ხოლო ოქროს მონეტები - 500-იანი ტირაჟით. ვერცხლის მონეტების ფასი 110 ლარია, ოქროს მონეტების - 1500 ლარი. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მონეტების შეძენა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ონლაინ მაღაზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი და მონეტების გაყიდვა მოხდება ეტაპობრივად: დავითის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 16 ნოემბერს, 10:00 საათიდან. დავითის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 22 ნოემბერს, 10:00 საათიდან. თამარის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 3 დეკემბერს 10:00 საათიდან. თამარის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 8 დეკემბრის, 10:00 საათიდან.

იმისათვის, რომ მონეტები უფრო მეტი დაინტერესებული პირისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი, ისინი ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო