იაგო ხვიჩია - ხელისუფლება შეიძლება ფიქრობს, რომ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა, მაგრამ სინამდვილეში ის ასე ვერ გაქრება

ადამიანებმა შიმშილობა გამოაცხადეს. დღეს გზების გადაკეტვის აქციებია და გვეყოლება ახალი დაკავებულები, შეიძლება ახალი მოშიმშილეებიც. ხელისუფლება შეიძლება ფიქრობს, რომ ამით ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა, მაგრამ სინამდვილეში ასე ვერ გაქრება „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატს სოლიდარობა გამოუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, მაგრამ საბოლოო ჯამში დაძაბულობა იქამდე ვერ მოიხსნება, სანამ ის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იმყოფება.

„შიმშილობა საქართველოში პროტესტის აპრობირებული ფორმაა, ამიტომ მისაღებობა- არმისაღებობაზე დროის დაკარგვას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, მე უბრალოდ მინდოდა, რომ მოშიმშილე ადამიანებისთვის სოლიდარობა გამომეხატა და მათთან ერთად მეფიქრა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რომელიც ყოველდღიურად იძაბება. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებმა შიმშილობა გამოაცხადეს, დღეს გზების გადაკეტვის აქციებია და გვეყოლება ახალი დაკავებულები და შემდეგ შეიძლება ახალი მოშიმშილეები. ხელისუფლება შეიძლება ფიქრობს, რომ ამით ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა, მაგრამ სინამდვილეში, ასე ვერ გაქრება „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ, ტანჯვა ადგება მის თითოეულ წევრს, რომელიც იძულებულებია ასეთი ფორმით დაეხმაროს თავიანთ ლიდერს, რადგან სხვანაირი ფორმატი ლაპარაკის არ დარჩა.

მე ვიფიქრებდი არა მხოლოდ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ეს შეიძლება სასწრაფო სიტუაციაა რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ დაძაბულობიდან გამოსვლაზე, საიდანაც გამოსვლა, შეუძლებელია ვიდრე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ციხეში ზის,"- განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც პარლამენტში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.

ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს