ნათია თურნავა - ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით

ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. აქვე ვიტყვი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა ისაუბრა იმ ტენდენციებზე, რომელიც მისვე თქმით, საგარეო ვაჭრობაში ვლინდება.

„დღეს, 11:00 საათზე, სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა საგარეო ვაჭრობის მორიგი შედეგები, რომელიც საკმაოდ დადებითია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ოქტომბრის თვეში ექსპორტი არის გაზრდილი 31,4%-ით. საკმაოდ მაღალი ზრდაა 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით. თუმცა, თუ შევადარებთ 2019 წლის ოქტომბერს, პანდემიამდე პერიოდს, ზრდა 29% არის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა ისეთი ტენდენცია, რომ ექსპორტის ზრდამ სერიოზულად გადააჭარბა იმპორტს. მთლიანობაში, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, იზრდება საგარეო სავაჭრო ბრუნვა, მისი ორივე კომპონენტი, როგორც ექსპორტი ისე იმპორტი. თუმცა, ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს. ანუ, თუ ექსპორტი გაიზარდა 31,4%-ით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24%. ამას აღვნიშნავთ, იმის გამო, რომ პირველი შედეგები გამოიღო ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც არის ორიენტირებული იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რომ ექსპორტი გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი. ზოგადად, ექსპორტის ზრდა ეს არის დიდი შემომტანი მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში და ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. აქვე ვიტყვი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას, მეტი დასაქმება შევქმნათ ჩვენი პროგრამების მეშვეობით.

საკმაოდ გეგმაზომიერი შეხვედრები გვაქვს პრემიერ-მინისტრთან. ეკონომიკური გუნდი ერთად ვიკრიბებით და გავდივართ, ვაახლებთ იმ პროგრამებს და საინვესტიციო შევთავაზებებს, რაც დაგვიგროვდა. ორი დღის განმავლობაში განვიხილავდით მსხვილ საინვესტიციო შეთავაზებებს და სრულიად ახალ პროექტებსაც, რაც ეკონომიკის სამინისტრომ კერძოდ მოამზადა“, - განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა