შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის სასამართლო სხდომაში მონაწილეობა დისტანციურად ჩართვის ან სხდომის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვით არის შესაძლებელი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემა პროცედურებს სრულად მიჰყვება.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს, რისი უზრუნველყოფაც მისი დისტანციურად ჩართვის ან სასამართლო სხდომის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვის ფორმით არის შესაძლებელი.

„სასამართლოს წინაშე წარსდგომის სამი ფორმა არსებობს. ერთი, ეს არის ფიზიკურად დარბაზში ყოფნა. მეორე, სასამართლო დარბაზში - ოღონდ დისტანციურად ჩართვის მეთოდით და მესამეა სასამართლო პროცესის სასჯელაღსრულების დარბაზში გამართვა. სამივე ეს ფორმა განსასჯელის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და სამივე ფორმა მისი დაცვის უფლების სრულ განხორციელებას წარმოადგენს. ჩვენ მოვისმინეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ამ სამი ფორმიდან ორი - დისტანციური ჩართვა ან პროცესის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვა შესთავაზეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილს.

რაც შეეხება დეპუტატების შიმშილობის აქციას, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, „პროტესტის ფორმები მათი გადასაწყვეტია, თუმცა ეს სწორი ფორმა არ არის.

„არგუმენტების წარმოდგენის ნაცვლად, ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება და გადაწყვეტილების მიღების იძულება, არ მგონია, რომ სწორი ფორმა იყოს“, - დასძინა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა