ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - მათი მიზანია, პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს, მათ ხომ 7 ნოემბრის კომპლექსი აქვთ - სულ უნდათ, სხვამაც გაიმეოროს ისეთი, რომ საკუთარი თავი გაამართლონ

უნდათ, ვითარება ისე დაძაბონ, ხალხში უკმაყოფილება გაჩნდეს და ხელისუფლებამ ისეთი ძალა გამოიყენოს, რომ ამაზე იყოს სპეკულირება, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილის განცხადებით, აქციის ჩატარების პირობები კანონში საკმაოდ კარგად არის განმარტებული და "ნაციონალური მოძრაობა" აქციების გამწვავებას ცდილობს.

უმრავლესობის დეპუტატის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი არეულობა და პარალიზებაა.

„სანაპიროზე ინტენსიური მოძრაობაა და ქალაქის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება შეუფერხებლად იყოს, გზას სპეციალურად ჩახერგავენ თავიანთი იქ მისვლით, რათა ქალაქის პარალიზება მოხდეს. ამის მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცამ პროტესტი გამოხატოს ან თავისი აზრი თქვას, არამედ აქციის მიზანია, ქალაქისა და ქვეყნის პარალიზება. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ მოახდინონ ადამიანების ცხოვრების პარალიზება ხელოვნურად. უნდათ, ქვეყანა მუდმივი ჯანჯღარის პროცესში იყოს და ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიოს.

მათი მიზანია, რომ პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს. მათ ხომ 7 ნოემბრის კომპლექსი აქვთ - სულ უნდათ, სხვამაც გაიმეოროს ისეთი, რომ საკუთარი თავი გაამართლონ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“