ნათია თურნავა - ექსპორტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის წახალისებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების შედეგია

„ჩვენმა პოლიტიკამ უკვე გამოიღო პირველი შედეგები, რომელიც ორიენტირებულია იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის წახალისებაზე - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი არის გაზრდილი 31.4 პროცენტით, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, თუმცა, თუ შევადარებთ 2019 წლის ოქტომბერს ანუ პანდემიამდელ პერიოდს, აქაც ზრდა თითქმის 29 პროცენტია. ჩვენი პოლიტიკის შედეგია, რომ ექსპორტი გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი და დარწმუნებული ვართ, რომ წლევანდელი წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 31.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 411.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ოქტომბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის ოქტომბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს (2021 წლის ოქტომბრის ექსპორტი 2019 წლის ოქტომბრის ექსპორტს 91.5 მლნ. აშშ. დოლარით, 28.6%-ით აღემატება). ექსპორტის მსგავსი დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც ექსპორტის ზრდამ სერიოზულად გადააჭარბა იმპორტის ზრდას. მთლიანობაში, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, იზრდება მთლიანად საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, მისი ორივე კომპონენტი - როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი, თუმცა, ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს ანუ თუ ექსპორტი გაიზარდა 31. 4 პროცენტით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24 პროცენტი. ზოგადად, ექსპორტის ზრდა ეს არის დიდი კონტრიბუცია მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში და როგორც აქამდეც მოგახსენებდით, გვაქვს მოლოდინი, რომ 2021 წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“ ,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა