ნიკა მელია - ვერც ერთი „რობოკოპი", სპეცრაზმელი, პოლიციელი ვერ ჩაახშობს სამართლიან პროტესტს - რუბიკონი გადალახულია, უკან დახევა არ იქნება

ვერც ერთი „რობოკოპი", სპეცრაზმელი, პოლიციელი ვერ ჩაახშობს სამართლიან პროტესტს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება იშლება და აქციაზე ძალის დემონსტრირებაც ამას მოწმობს.

„არ ვეგებით თქვენს პროვოკაციებს ხომ ხედავთ? თქვენ უნდა დააბრუნოთ მიტაცებული ხელისუფლება, ვინაიდან ისეთი ხაზი გადაკვეთეთ, რომლის გადაკვეთის არც მორალური, არც პოლიტიკური, არც ადამიანური უფლება არ გქონდათ. თქვენ რეალურად რუსეთის ორბიტისკენ კი არ წაიყვანეთ ქვეყნის საგარეო განვითარების კურსი, არამედ უკვე იქ ხართ და გინდათ ხალხიც, ჩვენც, მოსახლეობაც შევეგუოთ ამ მძიმე დანაშაულებრივ ნაბიჯებს, რომელსაც დგამთ. არ მოხდება ხალხო ეს. ვერც ერთი "რობოკოპი", სპეცრაზმელი, პოლიციელი ვერ ჩაახშობს სამართლიან პროტესტს. ეს არის უმარტივესი გასაანალიზებელი. ნუთუ ამას ვერ ხვდებით. მთელი უბედურება ის არის, რომ ხვდებით, მაგრამ თქვენ თავისუფალი ხალხი არ ხართ. არც მართავთ, არც კობახიძის გავრცელებულია ის განცხადება. პუტინის რუსეთის, კრემლის წარმომადგენლები მართავენ მათ პოლიტიკურ, ოლიგარქიულ დღის წესრიგს. ამიტომ, რუბიკონი გადალახულია, უკან დახევა არ იქნება. გინდოდათ, ძალადობრივ ჭაობში ჩაგეთრიათ მოსახლეობის დიდი ნაწილი, არ აგყვებით, მაგრამ მეთოდურად ჩამოგშლით და თქვენც იცით, რომ იშლებით“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა