„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მსვლელობის დაანონსებული მიმართულება შეცვალა, რის მიზეზადაც წინასწარ დაგეგმილ ლოკაციებზე სპეცრაზმის მობილიზება დაასახელა

ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ, ვერც გაიგებენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“ ნიკა მელიამ განაცხადა.

მან აქცია-მსვლელობის მონაწილე პირებს გეზი შეუცვალა და იმ მიმართულებით წაიყვანა, საითაც გადაადგილება დაანონსებული არ ყოფილა.

„სპეცრაზმს არბენინებენ წინ და უკან, ახლა გადაისროლეს იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჩვენ წავედით აქეთ და ისინი გამოგვყვებიან უკან. ჩვენი ამოცანა სპეცრაზმთან კომფროტაცია არ არის, კიდევ ერთხელ კარგად დაინახოს ყველამ, რას ნიშნავს არაძალადობრივი პროცესი.

ძალიან ტრაგიკომიკური ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში შექმნილი, არბენინებენ წინა და უკან, ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ, ვერც გაიგებენ. მართლა თავმდაბლობის გარეშე, ის ძალა, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება, სარგებლობს გაცილებით დიდი ინტელექტუალური პასუხისმგებლიანი უპირატესობით, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. როგორც კი გეზი შევცვალეთ, სპეცრაზმი და შესაბამისი სამსახურები სასწრაფო წესით გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ ავდექით და გავაკეთეთ ე.წ. იუთერნი, ანუ მოვტრიალდით და წამოვედით სხვა მიმართულებით, ახლა ესენი გამოგვეკიდებიან. თუ გინახავთ სადმე მშვიდობიან პროტესტანტებს სპეცრაზმი დასდევდეს, მეც დამაინტერესებდა, პირველად ვნახე ასეთი რაღაც“, - განაცხადა მელიამ.

ამ დროისთვის, მსვლელობა ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ გადაადგილდება, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა საავტომობილო გზაზე წარწერა - “ოცნება კლავს, თავისუფლება მიშას” გააკეთეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ლოკაციაზე დასრულდება მსვლელობა. აქციის ორგანიზატორები მარშრტუთან დაკავშირებულ დეტალებზე არ საუბრობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო