არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის დღეს დაგეგმილი აქტივობები პირდაპირი მცდელობაა, პოლიტიკური მარცხიდან ყურადღება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობის სტატუსზე გადაიტანონ

ოპოზიციის მხრიდან დღეს დაგეგმილი აქტივობები არის პირდაპირი მცდელობა, პოლიტიკური მარცხიდან ყურადღება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მისი შიმშილობის სტატუსზე გადაიტანონ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა.

„ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკს არ შეუძლია არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მარცხი აღიაროს და თავის მხარდამჭერებს სიმართლე უთხრას. ისინი ასე იქცეოდნენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, 7 თვის განმავლობაში და ბოლოს, როგორც ვნახეთ, შემოვიდნენ პარლამენტში და დავასრულეთ პარლამენტის წინააღმდეგ ხელოვნური საბოტაჟი. დღესაც გვაქვს მსგავს პროცესთან საქმე“ ,- განაცხადა თალაკვაძემ.

მან პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, გაითვალისწინონ პანდემია და საავტომობილო მოძრაობას ნუ შეაფერხებენ.

„პროვოკაციულ ნაბიჯს ნუ გადადგამენ, ნუ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა