არჩილ თალაკვაძე - მინდა ოპოზიციონერ კოლეგებს, გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან, მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებს მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიზეზი, რის გამოც მათ საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობა დაიწყეს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

„მინდა, ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც შიმშილობენ, პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ასევე მინდა გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა, რომელიც ამ შიმშილობის ფარგლებში აქვთ დაყენებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რეალურად, არ საჭიროებს მათი მხრიდან ამ ტიპის პროტესტის გამოხატვას, თუმცა, ეს მათი უფლებაა. რა თქმა უნდა, მათთან მიმართებითაც პარლამენტში თუ მის გარეთ, ყველა უფლება დაცული იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დეპუტატები, რომლებმაც პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს არიან: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი. მანამდე პარლამენტში შიმშილობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა