ბექა ბასილაია - უკრაინის ომბუდსმენი ჩამოსულია და მას უნდა მიეცეს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის დაუბრკოლებელი შესაძლებლობა

უკრაინის ომბუდსმენი ჩამოსულია და მას უნდა მიეცეს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის სრული და დაუბრკოლებელი შესაძლებლობა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

როგორც ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ლუდმილა დენისოვასთვის მიხეილ სააკაშვილთან შესასვლელად საჭირო საშვი ამ დრომდე არ დაშვებულა.

ამასთან, ბასილაიას თქმით, დღეს მიხეილ სააკშვილის მონახულებისას განიხილავს "ფარსს, რომელიც ბადრი კოჭლამაზაშვილმა დადგა”.

"ყველა საკითხს, რაც მიმდინარე რეჟიმში არის, გავივლით, ეს იქნება როგორც სამედიცინო, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით და ვისაუბრებთ დღევანდელ ფარსზე, რომელიც ბადრი კოჭლამაზაშვილმა დადგა.

დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის პანიკური შიში აქვს ბიძინა ივანიშვილს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია და ამის მიუხედავად მათ მოიხმეს კიდევ, დამატებით ცრუ საფუძვლები, რომ თითქოს რაღაც არეულობა შეიძლება მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში. ჩვენ ვითხოვდით სასამართლოსგან განმარტებას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს საშუალებას დაესწროს პროცესს, უზრუნველყოფენ თუ არა მის სასამართლოში წარდგენას. სასამართლომ გვიპასუხა- ვიდრე სუს-ი არ მომცემს ნებართვას, მიხეილ სააკაშვილი ვერ დაესწრება სასამართლო პროცესს. არ ვუტრირებ თქვა - ვიდრე სუს-სგან მოწერილი წერილები იარსებებს, მანამდე მიხეილ სააკაშვილს პროცესს ვერ დავასწრებთ”, - განაცხადა ბასილაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა