რუსლან აბაშიძე სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემიის კურსდამთავრებულების დაჯილდოებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის პროექტში მონაწილეების დაჯილდოებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, რომლებმაც ახალგაზრდებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს, სერტიფიკატები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

„კონკურსის შედეგად შერჩეულ, აფხაზეთიდან დევნილ 20 ახალგაზრდას სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ხუთდღიანი სასწავლო კურსი ჩაუტარდა. მონაწილეებს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ნინო გოგოხიამ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მიღებული გამოცდილება გაუზიარა. პროგრამის დასასრულს ახალგაზრდებმა კურსის ფარგლებში მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.

პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა და მისი მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ცოდნის მიღება, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ახალი უნარების განვითარება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა