„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. ლარზე ზეწოლის შემდეგ, რაც ძირითადად არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინებითა და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებით იყო გამოწვეული, ბაზარზე აღნიშნული კონვერტაციების შებრუნების ნიშნები გამოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკუთრივ, როგორც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიური მონაცემების შეფასება მიუთითებს, ლარის დეპოზიტების ზრდა წინა, თვესთან შედარებით, გაძლიერდა. ვალუტის დეპოზიტები კი, მნიშვნელოვნად შემცირდა. ლარისა და ვალუტის დეპოზიტებს შორის რეკორდულად მაღალმა საპროცენტო დიფერენციალმა, არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტის შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ლარში ინვესტირება უნდა გააძლიეროს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, სამომავლოდ, ლარისადმი გაზრდილი ინტერესი არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობის ზრდაშიც უნდა აისახოს, თუმცა, ისტორიულად, ეს უფრო მეტად აშშ დოლარის განაკვეთებზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება თავად აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს, გასული კვირა ლარისთვის პოზიტიური არ იყო. კერძოდ, აშშ-ში ინფლაციამ 1990 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია - ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები თ/თ 0.9%-ით (მოსალოდნელი 0.6%-ის ნაცვლად), წლიურად კი 6.2%-ით (მოსალოდნელი 5.9%-ის ნაცვლად) გაიზარდა. ამ მხრივ, გასული თვე გამონაკლისი არ იყო და წინა 7 თვიდან 5-ის შემთხვევაში ფასების ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი მოსალოდნელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რაც არსებული ინფლაციის გარდამავალ ბუნებასა და ბოლო რამდენიმე FOMC შეხვედრაზე გაცხადებულ ფედერალური სარეზერვო სისტემის სამომავლო რბილ პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეების უმეტესობა 2022 წლის ივნისის კომიტეტზე განაკვეთის ზრდას ვარაუდობს. აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინების გადმოწევასთან ერთად, დოლარი ევროსთან მიმართებით ერთ დღეში 7%-ზე მეტით გამყარდა.

სამომავლოდ, მოკლევადიან პერიოდში, დოლარის გაძლიერების ალბათობა როგორც ჩანს უფრო მაღალია, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში თიბისი კაპიტალი ფსონს მაინც შედარებით ძლიერ ევროზე დებს. რაც შეეხება ლარს, თიბისი კაპიტალის მოლოდინი ძირითადად უცვლელია - სავარაუდოდ, ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ ამავდროულად გლობალურად აშშ დოლარის გამყარებაც გასათვალისწინებელია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო