ანრი ოხანაშვილი - "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც რადიკალურ ჯგუფს სურს საზოგადოებაში მასობრივი აღშფოთების გამოწვევა, უმართავი სიტუაციების წახალისება და პროვოცირება

"ნაციონალურ მოძრაობას", როგორც რადიკალურ ჯგუფს სურს საზოგადოებაში მასობრივი აღშფოთების გამოწვევა, უმართავი სიტუაციების წახალისება და პირდაპირ პროვოცირება ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მათ სურთ საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვიონ, ამიტომ ვინც კანონს გაცდება, მის მიმართ შესაბამისი რეაგირება იქნება.

ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერებისა და მისი ადვოკატების განცხადებებს და ისინი ტყუილში დაადანაშაულა.

"ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება. სიმართლეა ის, რომ ჰქონდა სრული შესაძლებლობა ონლაინ ჩართვით, როგორც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ასევე საზღვარგარეთ არაერთი ქვეყნის კანონმდებლობით, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს ნამსჯელი და მიღებული პრაქტიკა. ტყუილს ნუ აყვებით, მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა პროცესში მიეღო მონაწილეობა ონლაინ და მისი უშუალო მონაწილეობა იქნებოდა უზრუნველყოფილი. ტყუილია ასევე, როცა საუბრობენ, რომ სახელმწიფო ერთი პირის უსაფრთხოებას ვერ დაიცავს, აქ საუბარი საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, კონკრეტული პატიმრის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს