„ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საწვავის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამწუხაროდ, ჩვენ, ისევე როგორც საწვავის მომხმარებელი ქვეყნების უმეტესობას, არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობ პროდუქტებზე ფასების მატების ნეგატიური ზეგავლენა , - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცდილობენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი მატება მთლიანად არ აისახოს მომხმარებელზე.

როგოც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, მზად არიან ჩაერთონ რაციონალურ, პროფესიულ და კონსტრუქციულ განხილვებში.

„მინდა გამოვეხმაურო ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელიც შინაარსიდან სრულიად ამოვარდნილი სათაურით გავრცელდა სოციალურ მედიაში. მე ამ უზუსტობის გარკვევას, ბუნებრივია, არ შევეცდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის სიმართლის გასარკვევად, საკმარისი პირობაა ამ თემაზე ჩემი კომენტარის სრულად წაკითხვა და სხვა არაფერი.

რაც შეეხება საწვავის ფასებს: საწვავზე მაღალი ფასი არის თემა, რომლის მიმართაც საზოგადოება ყოველთვის მგრძნობიარეა და ეს ხდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც ოცი წელია აშენებს იმას, რასაც კონკრეტულად "ვისოლი" ჰქვია, ბუნებრივია, მაწუხებს თითოეული ადამიანის რეაქცია, საჯარო თუ არასაჯარო პროტესტი, რომელიც საწვავის მაღალ ფასს უკავშირდება. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ, ისევე როგორც საწვავის მომხმარებელი ქვეყნების უმეტესობას, არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობ პროდუქტებზე ფასების მატების ნეგატიური ზეგავლენა. ბოლო დღეებში უამრავი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც საწვავზე ფასის მატების მიზეზებს განმარტავს. თუ დღის წესრიგში ისევ დგას საწვავზე ფასწარმოქმნის მექანიზმის ახსნა, ნებისმიერ დროს მზად ვართ მოვაწყოთ საჯარო განხილვა თუ სხვა ტიპის კომუნიკაცია, ერთხელ და სამუდამოდ, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით.

მინდა იცოდეთ, რომ როგორც ჩემს ზემო აღნიშნულ ინტერვიუში განვმარტე, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი მატება მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე და როგორც მინიმუმ, ეს პროცესი გავწელოთ დროში. თუმცა, არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომელთა ზეგავლენასაც ჩვენ ვერანაირად ვერ გავექცევით. დღეს საწვავზე ფასების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ ძალიან ბევრ ქვეყანაში და ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება წამებში არის შესაძლებელი. ჩემო მეგობრებო! „ვისოლ პეტროლიუმი" არის ქართული, სრულიად გამჭვირვალე კომპანია და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩავერთოთ რაციონალურ, პროფესიულ და კონსტრუქციულ განხილვებში და არ დავტოვოთ აბსოლუტურად არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი. მადლობა ყველას და დარწმუნებული ვარ შევძლებთ, უფრო მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და ვიყოთ ბევრად სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა