გიორგი ხელაშვილმა ლუსილა კრექსელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა, არგენტინელ სენატორთან, ლუსილა კრექსელთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველო-არგენტინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა ძირითად მიმართულებებზე და ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

გიორგი ხელაშვილმა შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზე, ეკონომიკური და ბიზნეს ჯგუფების ხელშეწყობაზე, რათა მათ მოახდინონ ურთიერთგაცვლა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი, ენერგეტიკა, ღვინის წარმოება და ა.შ.

საუბარი ასევე შეეხო გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებს, მზისა და ქარის ენერგიას და ამ კუთხით, არგენტინის მხრიდან გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებაზე.

„არგენტინელი სენატორი დაინტერესდა საქართველოს პარლამენტში გატარებული რეფორმებით ღია მმართველობის მიმართულებით, ასევე, პარლამენტში განხორციელებული ციფრული რეფორმებით. ლუსილა კრექსელი განსაკუთრებით დაინტერესდა, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის ქართული გამოცდილებით და საკონსტიტუციო რეფორმებით, რაც ძალიან საყურადღებოა, რადგან მთელ რეგიონში და მათ შორის არგენტინაში, არის საპრეზიდენტო სისტემები", - განაცხადა არგენტინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა.

ორი ქვეყნის ურთიერთმეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს. ყურდღება გამახვილდა, ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობაზე.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მიწვევები გაცვალეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა