თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს ავტოკოლონებით აქცია-მსვლელობა გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს, თბილისში ავტოკოლონებით აქცია-მსვლელობა გაიმართება.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, შეირჩა სამი ლოკაცია, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

„გაიმართება მომდევნო საპროტესტო, მწვავე აქცია. აქცია- მსვლელობა ავტოკოლონებით გაიმართება და შეკრების სამი ადგილი იქნება.

14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე; აღმაშენებლის ხეივანზე - ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან - კახეთის გზატკეცილზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა: „რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ, ევროკავშირის, საქართველოს დროშებით, სიგნალებით რუსული რეჟიმი და მისი არადამიანური სახე“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს