სალომე სამადაშვილი - ხელისუფლება პირდაპირ ატარებს რუსეთის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჯგუფი შეიქმნება.

ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ჩვენი ფრაქციის წინადადება იყო, რომ შექმნილიყო მრავალპარტიული ჯგუფი პარლამენტში და დღეს ამაზე იყო განხილვა. ხელისუფლების მხრიდან იყო ინიციატივა, რომ შეიქმნას ასეთი ჯგუფი და ჩვენ ცხადია მონაწილეობას მივიღებთ, მიგვაჩნია, რომ სწორი იქნება, ეს ჯგუფი შეიქმნას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, უცნობია უკრაინის სახალხო დამცველს გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შეუშვებენ თუ არა.

„როდესაც კობახიძე საუბრობს რაღაც ნაბიჯებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა, მათ შორის ევროკავშირის ეგიდით გაფორმებულ შეთანხმებაზე, ამ შეთანხმების უკან დგას მთელი ევროკავშირი და არა რომელიმე ცალკეული დეპუტატი. ლიტველ დეპუტატს რას ერჩოდა ბატონი კობახიძე? ისიც კრიმინალების მფარველია? საინტერესოა უკრაინის სახალხო დამცველს შეუშვებენ თუ არა ციხეში, რომელიც დღეს ჩამოვიდა საქართველოში ვიზიტით. თვითლუსტრაცია მოახდინა კობახიძემ ამ განცხადებით: ჩვენ რეალურად გვითხრა, რომ ასეთი გზავნილებით ესაუბრება რუსეთი დასავლეთს, „ჩვენ გვქვია დემოკრატია, მაგრამ თქვენი საქმე არ არის როგორ აღვასრულებთ დემოკრატიულ პრინციპებს, როგორ დავიცავთ ქვეყანაში კანონის უზენაესობას, ან როგორ არჩევნებს ჩავატარებთ“. ამის შემდეგი ნაბიჯი არის ის: „ქართული ოცნება“ იმას იტყვის, რომ „ეუთოს“ შეფასება არ არის ჩვენთვის რელევანტური, რადგან არჩევნებს ვატარებთ ისე, როგორც მიგვაჩნია სწორად და მიზანშეწონილად“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ატარებს და მნიშვნელოვანია დასავლეთის ჩართულობა, რომ საქართველო მარტო არ დარჩეს რუსეთთან პირისპირ.

„ყოველ დღე იცვლება ვითარება ქვეყანაში და არ ვიცით, ხვალ სად ვიქნებით. ეს ხელისუფლება პირდაპირ ატარებს რუსეთის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი დემოკრატიული ოპოზიციის, ჩვენი ქვეყნის და იმ ხალხის, ვისაც სურს თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება, ამოცანაა, რომ მარტო არ დაგვტოვონ რუსეთის პირისპირ და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩართულობა. ამიტომ, მთავარია, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორები იმ პროცესებში, რაც ქვეყანაში ხდება და შემდეგ გზა და გზა გამოიკვეთება კონკრეტულად, რა მოთხოვნები არსებობს. ისეთ პროცესში ვართ, ხვალ შეიძლება სხვა რაღაც დადგეს სააკაშვილთან მიმართებაში დღის წესრიგში. მთავარია ხელისუფლებამ უზრუნველყოს გამჭირვალე და სანდო ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და შემდეგ სანდო პროცესი მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად. თუ არ გვსურს უფრო ღრმად არ შევიდეთ ისეთ კრიზისში, რომლიდანაც შეიძლება ვეღარანაირმა საერთაშორისო ჩართულობამ ვეღარ გამოგვიყვანოს, თუ აქეთ მიჰყავს სიტუაცია ხელისუფლებას, მაშინ გასაგები უნდა იყოს ქართველი ხალხისთვის, რომ ხელისუფლება მიაქანებს სრული კატასტროფისკენ, საიდანაც უკან ამოსასვლელი გზა აღარ გვექნება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა