თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება სუსტად, ძალიან ფერმკრთალია

მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება სუსტად, არის ძალიან ფერმკრთალი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტთან ვიზიტი დაასრულა ძალიან მალე, თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ ის შეაყოვნა და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ მათ სურდათ შეეფერხებინათ ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის მიხეილ სააკაშვილთან შესვლა.

„ფაქტია ამას ვერ ვიტყვი ამ ციხის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელზე, რადგან იქ არიან თანამშრომლები, რომლებიც ნამდვილად კეთილსინდისიერი პროფესიონალები არიან, რომლებიც შეწუხებული არიან დღევანდელი მდგომარეობით, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ ამ ციხის ადმინისტრაციაში არიან მწვალებლები, სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების შესაძლებლობას. ეს ალბათ იყო 2 საათის განმავლობაში. პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა საკმაოდ მალე დავასრულე, რადგან ჩვენ ერთ კონკრეტულ საქმეზე უნდა გვესაუბრა, მოიკითხა მოშიმშილეები, უპირველეს ყოვლისა ელენე ხოშტარია, რომლის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. შემდეგ, ციხის ადმინისტრაცია არ მაძლევდა შენობის დატოვების შესაძლებლობას. ჯერ საავადმყოფოს შენობიდან ვერ გამოვდიოდი გარკვეული შეფერხების გამო, რომლიც მიზეზიც ვერ გავიგე, შემდეგ კორესპონდენციის გამოტანის შესაძლებლობას არ მაძლევდნენ, განმიმარტეს, რომ შეადგენენ ოქმს აღნიშნულთან დაკავშირებით და საათზე მეტი ადგენდნენ გაუგებარ ოქმს.

მე ციხიდან აქეთ არ მიშვებდნენ, ნიკოლოზ ყიფშიძეს შიგნით არ უშვებდნენ, არ ვიცი რითი ხელმძღვანელობენ. შეიძლება ჩემი შეფერხებაც იმით იყო განპირობებული, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილთან არ შეეშვათ და ეთქვათ, რომ თინა ბოკუჩავა იმყოფებოდა ვიზიტზე. ჩემი შეხვედრა დასრულდა ძალიან მალე. ერთ-ერთ მიზეზად მოიყვანეს ის, რომ არ მქონდა კორესპონდენციის გამოტანის საშუალება, საბაბად გამოიყენეს იმისთვის, რომ ჩემთვის შეექმნათ ეს შეფერხება“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს