ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მას დღეს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცა.

როგორც ექიმი აცხადებს, რატომ არ შეუშვეს გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, ამის მიზეზი მისთვის უცნობია.

“5 წუთის წინ შემატყობინეს, რომ დღეს ჩემი შესვლა არ მოხდება. მიზეზს არ მეუბნებიან“, - აღნიშნა ყიფშიძემ.

ყიფშიძის თქმით, აღნიშნული ეჭვებს აჩენს.

„უკვე შეიძლება ეჭვები გამიჩნდეს. გუშინ ჩემი ვიზიტის შემდეგ, ისევ უნდა შევსულიყავი კონსილიუმთან ერთად, რადგან ბატონი პრეზიდენტი ზუსტად 5 წუთით ვნახე. მას ვუთხარი, რომ გავიდოდი და კონსილიუმთან ერთად შევიდოდი, მაგრამ, როგორც ნახეთ, ეს არ მოხდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 46-დღეა შიმშილობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს