საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"თბილისის დროით 00:56 საათზე, საქართველო-სომხეთის საზღვართან მოხდა 2.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.