უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღეს გეგმავს

უკრაინის უმაღლესი რადას კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვა 16 ნოემბერს, გლდანის №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ომბუდსმენი გეგმავს შეამოწმოს, რამდენადაა დაცული მიხეილ სააკაშვილის უფლებები, ასევე მისი პატიმრობის პირობები და სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

ლუდმილა დენისოვა პრესისთვის კომენტარს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა