დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ინდივიდუალური კონსულტირებისთვის სამიზნე ჯგუფებს სმს-ები დაეგზავნა

სამიზნე ჯგუფის მობილიზების მიზნით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დააგზავნა თბილისსა და ქუთაისში, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (worknet.gov.ge) რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინტერესებული სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ ეწვიონ დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებს თბილისსა და ქუთაისში, სადაც მათ სააგენტოს დასაქმების კონსულტანტი/ქოუჩი მათ ინდივიდუალური მიდგომის და კონსულტირების საფუძველზე გაუწევს მხარდაჭერას დასაქმების პროცესში.

დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მისამართებია: თბილისი, ნავთლუღის ქ. N33; ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N66ა; ასევე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრი: ქ. ქუთაისი, ტაბიძის ქ. N40. დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ESCape დასაქმების ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად". პროექტს ახორციელებს კონსორციუმი: სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), ფრიდრიხ ებერტის ფონდთან (FES), დემოკრატიის განვითარების სააგენტოსა (DDA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა შემდეგი მექანიზმებით: საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნარ-ჩვევების განვითარება და ძირეული კომპეტენციების გაუმჯობესება, ინტენსიური კონსულტირების ახალი მოდელის დანერგვით და „რთულად დასასაქმებელი“ პირებისათვის ძირითადი კომპეტენციების შესწავლა.

პროექტის სამიზნე ჯგუფია ე.წ. „რთულად დასასაქმებელი“ სამუშაოს მაძიებლები. პროექტის ფარგლებში დასაქმებული კონსულტანტები (ქოუჩები) რეფერირებულ სამუშაოს მაძიებლებს ეხმარებიან ბარიერების დაძლევაში, მოტივაციის გაზრდასა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციაში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა