ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ნოემბერში დამატებით 5 რეისი დაინიშნება

ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ნოემბრის თვეში დამატებით 5 რეისი დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დატვირთულობის მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე მიიღო.

„მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ასევე ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით თითო რეისი შესრულდება. ხოლო უშუალოდ, გიორგობას, 23 ნოემბერს თითო რეისი თბილისი-ბათუმი-თბილისის, ნატახტარი-მესტია-ნატახტარისა და ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება.

შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა