სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი ამოქმედდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, „სოფლის განვითარების პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, 50 მოსწავლეზე გათვლილი ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი შპს „ეს სასწავლო ცენტრმა” გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცენტრის მოსაწყობად სრული ინვესტიცია 57,000 ლარი განხორციელდა, საიდანაც 45,000 ლარი „სოფლის განვითარების პროგრამის” გრანტია. სასწავლო ცენტრში 5 ადგილობრივია დასაქმებული.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 48 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 5 მილიონ ლარზე მეტია.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ახლადგახსნილი სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობა, რაც ჩვენი სოფლის მოსახლების გაძლიერების მთავარი ბერკეტია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოფლის განვითარების არაერთი ინიციატივა იქნა მხარდაჭერილი, რომლებიც განხორციელდა და შედეგებიც უკვე სახეზეა.

„გაეროს განვითარების პროგრამა, ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოში სოფლად განვითარების პროგრამებს. ფინანსდება ბიზნესიდეები და ბიზნესპროექტები, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ განვითარებას, მათ შორისაა ისეთი პროექტები, რომელიც დაკავშირებულია განათლების დონის ამაღლებასთან“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს