უკრაინის სახალხო დამცველს  მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს

უკრაინის სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლაზე უარი უთხრეს.

დენისოვას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მხრიდან უარის თქმაზე ოფიციალური განმარტება ჯერ არ მიუღია. მისივე თქმით, აპირებს, რომ ციხის ხელმძღვანელობას შეხვდეს.

„გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ნახვაზე უარი გვითხრეს. ამზადებენ ოფიციალურ პასუხს და გვეცოდინება უარის მიზეზი. მაინც მოვედით, მინდა შევხვდე ამ დაწესებულების დირექტორს. ვიცი, რომ დირექტორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ ვიღაც ხომ ასრულებს მის მოვალეობას“, - აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა