რატი ბრეგაძე - თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევა გახდება საჭირო, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ დამატებითი საჭიროება იქნება, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმი იყოს მოწვეული, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება სამკურნალო დაწესებულება არ იყო და დამატებითი მოსაზრებების მოძიება გახდა საჭირო.

„კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა. დღეს, როდესაც ის იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ზრუნავს, რომელსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. თუ დამატებით გახდება საჭიროება, რომ რეკომენდაციები მივიღოთ, ბუნებრივია, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულება არის სამკურნალო, სადაც ექიმები პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

„მე-12 დაწესებულება სამკურნალო დაწესებულება არ იყო და შესაბამისად, საჭირო იყო კიდევ დამატებითი მოსაზრებების მოძიება. მრავალგზის გადავუხადეთ მადლობა კონსილიუმის წევრებს იმ ღირებული რჩევებისთვის, რომელიც მათ მოგვცეს. ამ შემთხვევაში, თუ იქნება დამატებითი საჭიროება, ჩვენ მათ თხოვნით მივმართავთ და მოვიწვევთ იმისთვის, რომ მათგან კიდევ მივიღოთ დამატებითი რეკომენდაციები“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა