ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა

„ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა. როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია, რომ შექმნილ ვითარებაში ადეკვატური გამოსავალი მოიძებნოს.

„მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში გარდაუვალი და აუცილებელია მოიძებნოს ადეკვატური გამოსავალი, რომელიც ერთადერთ საკითხს - სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფას ეხება. აქ საუბარი სხვა რამეზე არაა”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ხელისუფლება ოპოზიციის პროტესტის შემდეგ დათმობაზე წავა, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას არა მოლოდინის, არამედ მოქმედების ვალდებულება აქვს.

„როდესაც პოლიტიკაში ხარ, მოლოდინი არის ძალიან დაბალი თამასა. ჩვენ გვაქვს მოქმედების ვალდებულება და ვმოქმედებთ საიმისოდ, რომ მოიძებნოს ადეკვატური გამოსავალი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღეა. ამასთან, პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს. ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს