ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის - იქნება უკრაინის დეპუტატი თუ სახალხო დამცველი, კეთილი ინებოს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს!

საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის - იქნება უკრაინის დეპუტატი თუ სახალხო დამცველი, კეთილი ინებოს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს! - აღნიშნული კომენტარი “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილთან არშეშვების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პატივს არ სცემს ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც ერთ დროს იყო, ეს წესი და რიგი არ უნდა გახდეს.

“ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის ადვილად არავის უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ მან უნდა მიმართოს სახელწიფოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. აქ ლაპარაკია საქართველოს სახელმწიფოზე - ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ამ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს და ისაუბროს ისე, როგორც ეს სუვერენულ სახელმწიფოსთან არის მიღებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს