ადვოკატი - ნებისმიერი განცხადება, თითქოს სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა

იუსტიციის მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რატი ბრეგაძე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათ მიხეილ სააკაშვილი აწამეს და მისი ნების გარეშე გადაიყვანეს იქ, სადაც ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს. ნებისმიერი განცხადება თითქოს სააკაშვილზე ზრუნავენ არის ფარისევლობა, - ასე აფასებს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძის განცხადებებს.

ამასთან, ადვოკატი ასევე გამოეხმაურა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში უკრაინის ომბუდსმენის არშეშვების საკითხს. ბასილაიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური შურისძიების გაგრძელებაა.

„ეს არის ლუსტრაცია იმის, როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები სააკაშვილის წინააღმდეგ. უკრაინის სახალხო დამცველს რომ არ შეუშვებ უკრაინის მოქალაქესთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური შურისძიების გაგრძელება“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, გაუგებარია რატომ არ ხდება ამ დრომდე სააკაშვილის პროცესებზე დასწრება და რატომ გამოყვეს სააკაშვილის საქმე ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილი წოწორიების, ან ნარიმანიძის საქმისგან, „როდესაც ერთობლივად წაუყენეს ამ ადამიანებს ბრალი და ბრალდებების შინაარსი არის ფაქტობრივად იდენტური“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს