გია ვოლსკი - უკრაინის ომბუდსმენი იქნება, დეპუტატი თუ ჟურნალისტი გორდონი, როცა მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, განპირობებულია იმით, რომ ისინი მოდიან, რათა დესტაბილიზაციის პროცესი გააღვივონ

იმისთვის მოდიან, რომ დამატებითი საწვავი შესძინონ დესტაბილიზაციის მცდელობას, რაც პირადად მიხეილ სააკაშვილს და "ნაცმოძრაობას" გააჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს.

ვოლსკის თქმით, არა მხოლოდ სახალხო დამცველს, მათ შორის, ჟურნალისტ გორდონს და დეპუტატს უარს იმიტომ ეუბნებიან, რომ მათი მიზანი არა საკუთარი მოვალეობის შესრულება, არამედ დესტაბილიზაციის გაღვივებაა.

"უკრაინის სახალხო დამცველი იქნება, თუ დეპუტატი ვისიც გინდა იყოს, თუნდაც ჟურნალისტი გორდონი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, როცა მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, განპირობებულია იმით, რომ ისინი თავის მოვალეობის შესასრულებლად კი არ მოდიან, არამედ იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესი გააღვივონ, განავითარონ და დამატებითი საწვავი შესძინონ ამ დესტაბილიზაციის მცდელობას, რაც პირადად მიხეილ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას გააჩნია,"- განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს, თუმცა, პენიტენციური სამსახურისგან უარის თქმის ოფიციალური განმარტება ჯერ არ მიუღია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა