ბექა ბასილაია მოსამართლეს - დაქოქილი თოჯინასავით ლაპარაკია, თუ სურვილი აქვს ჩავრთოთო, მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი პროცესზე!

დაქოქილი თოჯინასავით ლაპარაკია, თუ სურვილი აქვს ჩავრთოთო, მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი პროცესზე! - ამ სიტყვებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე დავით კურტანიძეს მიმართა.

როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების ეშინიათ.

„ბრალდებული აქ რომ არ მოიყვანეს უკანონოდ, ამის შეფასებას რატომ ვერ აკეთებთ? შეურაცხყოფას თქვენ თავს თქვენი გადაწყვეტილებებით აყენებთ. ერთი და იგივეს საუბრობთ დისტანციურ ჩართვაზე, თქვენი მიზანია მიხეილ სააკაშვილი აქ არ იყოს და როცა უკანონო დავალებებს ასრულებთ, მორალს ნუ კითხულობთ",- განაცხადა ბასილაიამ.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბრალდებული დისტანციურად ჩართვაზე უარს თავად აცხადებს.

„სასამართლო მზად არის, ნებისმიერ დროს უზრუნველყოს ბრალდებულის დისტანციურად ჩართვა, სასამართლოს თვითმიზანი არ არის ბრალდებულის მოყვანა. თუ ბრალდებული უარს აცხადებს დისტანციურად მონაწილეობაზე, ეს მისი უფლებაა",- განაცხადა კურტანიძემ.

ადვოკატებმა მოსამართლე დავით კურტანიძისა და პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

ხმაური მოჰყვა ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებას, რომ პროკურორები პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ და დავალებებს იღებენ.

„რა ვალდებულება მაქვს, ბექა ბასილაიას შეურაცხყოფებს ვუსმინო", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და მოსამართლეს მოუწოდა, მსგავსი განცხადებების გაკეთება სხდომათა დარბაზში არ დაეშვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა