ადვოკატი - უკრაინის სახალხო დამცველისთვის სააკაშვილის მონახულებაზე უარი  ორ ქვეყანას შორის სკანდალია - ვერ მოერია საკუთარ თავს ქართული სახელმწიფო

ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სკანდალია, როდესაც ასეთი მაღალი რანგის უფლებადამცველს და სახელმწიფოს წარმომადგენელს არ უშვებენ მისივე ქვეყნის მოქალაქის მოსანახულებლად - ვერ მოერია საკუთარ თავს ქართული სახელმწიფო, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამჭვირვალობა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ უკრაინის სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ დამალოს მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ისე მისივე უფლებრივი მდგომარეობა.

„ვფიქრობ, ეს არის ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სკანდალი, როდესაც ასეთი მაღალი რანგის უფლებადამცველს და სახელმწიფოს წარმომადგენელს არ უშვებენ მისივე ქვეყნის მოქალაქის მოსანახულებლად. წარმოდგენაც არ შემიძლია, რა შეიძლება იფიქროს ახლა ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე, როდესაც მან ნახა ის საშინელი დარღვევები, რასაც ადგილი ჰქონდა მაშინ და აღწერა. ახლა აღარ აძლევენ ამის ნახვის საშუალებას.

მინისტრმა რამდენჯერმე მიგვითითა ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის, სხვა „ქეისთან“ მიმართებაში, როდესაც ადამიანი, პატიმარი იმის გამო გარდაიცვალა, რომ დროულად არ გადაიყვანეს საავადმყოფოში. რატომღაც წყარო უთითებდა, იუსტიციის სამინისტროს განცხადება ნახეთ, იქ არის მითითებული სიკვდილის მიზეზიო. საქმე ის გახლავთ, რომ იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, როგორც წესი ტყუილია.

ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადება, როდესაც ერთ დღეს, ერთი დაწესებულებიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში, მესამე დღეს კარგად იყო, მეოთხე დღეს სასამართლოში ვერ მოიყვანეს, თურმე იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული იყო.

ეს ცხადყოფს, რომ იუსტიციის სამინისტრო მატყუარა ადმინისტრაციული ორგანოა. პირადად მინისტრი ვერ დგება საკუთარ ბოღმაზე მაღლა. ვერ მოერია საკუთარ თავს ქართული სახელმწიფო, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამჭვირვალობა იყოს და უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა“, - აღნიშნავს თუთბერიძე.

ცნობისთვის, უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა