ვახტანგ მეგრელიშვილი - არ მესმის როგორ უნდა დამთავრდეს ის კრიზისი, რომელიც „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორისაა, ამ ჩხუბში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვინდა

არ მესმის როგორ უნდა დამთავრდეს ის კრიზისი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებობს - ამ ჩხუბში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვინდა, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

ის პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან თანამშრომლობის ერთგვარ პლატფორმასა და სივრცეს სთავაზობს.

„თუ გახსოვთ, შარლ მიშელთან შეხვედრები რომ იყო, გამოვედი და ვთქვი, რომ ვერაფერი გავიგე იმ შეთანხმებების-მეთქი. დამცინეს მაშინ. ახლაც, მართალი გითხრათ, არ მესმის როგორ უნდა დამთავრდეს ის კრიზისი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებობს. იმიტომ არ მესმის, რომ ბევრი რამ ჩემთვის უცნობია და თეთრი ლაქები მაქვს ამ ამბავში. დრო გავა და გამოჩნდება ყველაფერი. ვიდრე ეს გაურკვეველი სიტუაციაა, ჩვენი, ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიციაა, რომ ორივე მხარეს მოგცეთ რაღაცნაირი შესაძლებლობა ჩვენთან თანამშრომლობის, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ჩხუბში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვინდა, იმიტომ, რომ არ გვესმის ამ ჩხუბის შინაარსი და ბევრი დეტალი,“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს